საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
eng
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

კლინიკური ქირურგიის კათედრა 

 

1996 წლიდან, თსუ-ში მედიცინის ფაკულტეტის აღდგენის დღიდან, კლინიკურ ბაზათა ასამბლეის წევრი გახლდათ ქირუგიის ს/კ ინსტიტუტი, რომელიც იმავდროულად  წარმოადგენდა ქირურგიის კათედრის კლინიკურ ბაზას. კათედრის გამგე 1996-2006 წწ. გახლდათ პროფ. ბადურ მოსიძე, ხოლო 2006 წლიდან დღემდე ხელმძღვანელი გახლავთ პროფ. მერაბ კილაძე, 2018 წლიდან კათედრის სახელწოდებაა - კლინიკური ქირურგიის კათედრა. კათედრის აკადემიური პერსონალი დაკომპლექტებულია მდიდარი გამოცდილების მქონე მაღალკვალიფიციური კადრებით,რომლებიც გარდა საგანმანათებლო პროცესისა აქტიურად არიან ჩართული სამეცნიერო-პრაქტიკულ საქმიანობაში. დღეისათვის კლინიკური ქირურგიის  კათედრაზე  5 დოქტორანტია აქტიური სტატუსით,ხოლო  8  წარმატებით დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პროფ.მერაბ კილაძის ხელმძღვანელობით.ბოლო წლებში გამოიცა 3 მონოგრაფია,მოპოვებულ იქნა 2 გრანტი: sesf/umtc granti 5061 _ 2010-2012, თსუ-ს გრანტი - 2016/2017 და დამტკიცებულია ერთი პატენტი N7412. კათედრის თანამშრომლები აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა დონის საერთაშორისო კონფერენციებში, კონგრესებში და სემინარებში როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში ორგანიზატორების, მომხსენებლების და მონაწილეების სტატუსით.

 

ოტორინოლარინგოლოგიის მიმართულებას ხელმძღვანელობს ასოცირებული პროფესორი მერაბ ხვადაგიანი. სასწავლო პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ ოტორინოლარინგოლოგები: ნინო ბეგიაშვილი, ნანა სარალიძე. 2006 წლიდან გამოქვეყნებულია 15 სამეცნიერო ნაშრომი, რომლებშიც ოტორინოლარინგოლოგიის აქტუალური საკითხებია განხილული. მათი დიდი ნაწილი მოხსენდა სამეცნიერო კონფერენციებზე, როგორც საქართველოში, ასევე უცხოეთში.

 

კათედრის თანამშრომლები:

მერაბ კილაძე - პროფესორი, კათედრის გამგე

ამირან ანთაძე - ასოცირებული პროფესორი

ლევან თავბერიძე - ასოცირებული პროფესორი

ირაკლი დავითაია - ასოცირებული პროფესორი

მერაბ ხვადაგიანი - ასოცირებული პროფესორი (ოტოლარინგოლოგიის მიმართულებით)

გია ლურსმანაშვილი - ასისტენტ-პროფესორი

შალვა გიუაშვილი - ასისტენტ-პროფესორი

გრიგოლ მამამთავრიშვილი - ასისტენტ-პროფესორი

ოთარ კეპულაძე  - ასისტენტ-პროფესორი

თორნიკე გვაზავა - ასისტენტ-პროფესორი

გიორგი ხეროდინაშვილი - ასისტენტ-პროფესორი